LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიასა და ყაზბეგში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ქობულეთთან დაკავშირებით საპანიკო არაფერია – გამყრელიძე

151
a58d2e069a278a887902762de5f45ade

მესტიაში, დღეისთვის კორონავირუსის 47 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ყაზბეგში 14.

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მესტიასა და ყაზბეგში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 ახალი შემთხვევიდან 2 “ლენჯერის კლასტერია”, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, 2 შემთხვევას იკვლევენ

„მთლიანად მესტიაში 3367 ნიმუშია აღებული და გამოკვლეული, ამას ემატება დაახლოებით 1009 ნიმუში, ეს არის იმ პირთა ნიმუშები, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიაში. ქვეყანაში მოსახლეობის თვითშეგნება გაზრდილია, მათ მიმართეს ლაბორატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. 47 დადებითი შემთხვევა გვაქვს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. სიტუაცია სრულად მართვადია. რაც შეეხება ყაზბეგს, აქ გვაქვს 14 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ოთხი არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, დანარჩენი მათთან კონტაქტები. დაახლოებით 380-მდე ნიმუშია სულ აღებული. კარგია ის, რომ ყაზბეგში აღებული ბოლო სამი დღის ნიმუშებიდან ჯერ არც ერთი დადებითი არ არის“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ქობულეთს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია და ზაფხულის სეზონს არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

მისივე თქმით, უკვე გამოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 91 პირი და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

კორონავირუსი კაფე "ჰავანას" კიდევ 2 თანამშრომელს დაუდასტურდა

ახლო კონტაქტებად გაისაზღვრა 54 პირი, ესენი არიან როგორც ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები და თანამშრომლები, ისინი კაფეში იყვნენ დასაქმებულები.

„ქობულეთში არაფერი საპანიკო არ არის. შემთხვევა დადასტურდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც ღია სივრცეში ხალხის შეკრება იყო. სამივე ინფიცირებული თბილისიდან არის ჩამოსული. ისინი ზაფხულობით დასაქმებულები არიან ქობულეთში. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი. თვითონ ამ კაფე-ბარში გამკაცრებულია რეგულაციები, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. დაახლოებით, 91 ადამიანია გამოკვლეული. ვფიქრობთ, ქობულეთში პროცესი მალე ჩაქრება. ასე რომ ზაფხულის სეზონს არავითარი საშიშროება არ ემუქრება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები