მესტიაში გარდაცვლილი ტურისტი ქალი შვეიცარიის მოქალაქეა. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ის 29 წლის შვეიცარიის მოქალაქე იყო.
“თხილამურებით იყვნენ ასულები ტურისტები და იქ გადაიჩეხნენ. გოგო გარდაიცვალა და ბიჭი გადარჩა,” – განაცხადა მერმა.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში, ტურისტების საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც მაშველების დახმარებას ითხოვდა.
შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, გარდაცვლილი იყო.