მესტიის სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დღეიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ტყის ხანძრის ქრობის პროცესში აქამდე 45-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა, დღეიდან კი მათი რაოდენობა გაორმაგდება.
ადგილზე 45 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
სვანეთში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია (ვიდეო)
„ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დღეიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.