მესტიაში, სასტუმროს „ფოსტა“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: ინტერპრესნიუსი