მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი საკმაოდ ახლო მეგობრები არიან და ერთად დიდ დროს ატარებენ. ცოტა ხნის წინ აფლეკმა და მისმა ჯერ კიდევ კანონიერმა ცოლმა ჯენიფერ გარნერმა განაცხადეს, რომ საკუთარ სახლს ლოს-ანჯელესში ყიდიან. წყვილმა სახლი 45 მილიონ დოლარად შეაფასა.
სანამ რეალტორები აფლეკ-გარნერის სახლისთვის ახალ მფლობელს ეძებენ, დეიმონმა გადაწყვიტა, რომ ძალიან მოიწყენს თუ აფლეკი მისი მეზობელი აღარ იქნება. ამიტომ სახლს ახლა უკვე დეიმონიც ყიდის. მისი საცხოვრებლის ღირებულება 20 მლნ დოლარია.
სახლი 2000-იან წლებშია აშენებული და სამშენებლო მასალად, ძირითადად, შუშა, ქვა და ხეა გამოყენებული. სახლში 7 საძინებელია (აქედან ორი-მომსახურე პერსონალისთვის), 9 სააბაზანო, დიდი სასტუმრო ოთახი, კაბინეტი, სამზარეულო, ტრენაჟორებისა და კინოდარბაზები. ეზოში არის შადრევანი და საცურაო აუზი.
უახლოეს მომავალში კი, დეიმონი აშშ-ს დატოვებას და ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში გადასვლას გეგმავს.