ბოლო პერიოდია, კომპანია Meta-ს პლატფორმები შეფერხებით მუშაობს.
„ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ზოგიერთ მომხმარებელს ეზღუდება აპლიკაციებზე წვდომა. ვმუშაობთ, რათა ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს რაც შეიძლება სწრაფად. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ამ დროისათვის მომხმარებელთა 57%-ს პრობლემა Facebook-ის აპლიკაციასთან შეექმნა, 33%-ს ვებსაიტთან, ხოლო 10% სერვერთან კავშირზე ჩივის. Messenger-ზე შესვლა უჭირს მომხმარებელთა 48%-ს, შეტყობინებების გაგზავნა 34%-ს, ხოლო აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს 18%-თან.