4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილის მტკვარში გადავარდნის შედეგად გარდაცვლილ გიგი ზარანდიას 11 მარტს დაკრძალავენ.
„ქვაც კი ტირის შენი მშობლების, ცოლის შემხედვარე, ბაბუა ქალივით ტიროდა… 23 წელი გეყო სიცოცხლისთვის?…“ – მეტეხის ხიდთან დაღუპულ ახალგაზრდას ახლობლები ემშვიდობებიან
„გიგი ზარანდია – 2001-2025.
დაკრძალვა: სამშაბათს,11 მარტს, გამოსვენება:17:00 საათზე.
მისამართ: ხობი, მეორე გურიფული“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჭორები დადის, თავი მოიკლაო, ვიდეოზეც ჩანს, მოხვევას ცდილობს… საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა, ეტყობა, გონება დაკარგა“ – რას წერს მეტეხის ხიდთან დაღუპული ახალგაზრდას ოჯახის ახლობელი
„ტელევიზიით ვუყურებდი – მანქანა ამოჰყავდათ და გავიფიქრე: „ვაი მის ოჯახს“, რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ოჯახის ვაი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი ასე ახლოს დაგვადგებოდა“ – რას წერს მეტეხის ხიდთან გარდაცვლილი გიგი ზარანდიას ნათესავი
გიგი ზარანდია
2001-2025
დაკრძალვა: სამშაბათს,11 მარტს
გამოსვენება:17 საათზე.
მისამართ: ხობი, მეორე გურიფული
#ხობელთახსოვნა
Posted by ხობელთა ხსოვნა on ხუთშაბათი, 06 მარტი, 2025
ცნობისათვის, მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში 4 მარტს გადავარდა. ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა
„მეუღლე და შვილი დარჩა…ძალიან კარგი მძღოლი იყო“ – ცნობილია მეტეხის ხიდთან დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა
„მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, შექმნილ საცობზე დავიწუწუნე გაუაზრებლად… დღეს დილას ვიგებ, რომ გარდაცვლილი ბიჭი ჩემი ბიძაშვილის შვილის მეუღლეა“ – რას წერენ გარდაცვლილ გიგი ზარანდიაზე