LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ მილერი: არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება

127
მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა არ სჭირდება რუსეთის მხრიდან შეჭრის გამო, რამეთუ რუსეთია აგრესორი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„მე არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს.

ლევან ბეჟაშვილი: „მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“

სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც რუსეთი ყოფილა აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

„ბიძინას გამოსვლის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ თავისუფლად შეუძლია, საქართველოს მრავალ მილიარდიანი კომპენსაცია მოსთხოვოს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად“ – გია ხუხაშვილი

ცნობისთვის, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, შემდეგი განცხადება გააკეთა: – „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

„არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას“ – კალაძე ჟურნალისტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g