LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ მილერი: ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ქმედებების გამო, რაც ხორციელდება მათ წინააღმდეგ, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს

125
BeFunky-collage - 2024-05-10T010800.679

ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ქმედებების გამო, რაც ხორციელდება მათ წინააღმდეგ, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ.

,,ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული და დროული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ.

და უფრო ფართო კითხვაზე პასუხად ვიტყვი, რომ საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება გვსურს. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამისთვის კურსი უნდა შეცვალოს”, – განაცხადა მილერმა.

პოპულარულები