LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთოფეების თოფი დაჟანგდა: სამეფო კლუბმა ნაპოლის თავისი ადგილი მიუჩინა

66

ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა და ბრძოლას გრანდები განაგრძობენ. მიუნხენური გიგანტის წინსვლაში ეჭვი არავის ეპარებოდა, აი ნეაპოლში კი ბრძოლას და ინტრიგას ველოდით და თუ დასაწყისს გავითვალისწინებთ, როდესაც ანგარიში სწორედ იტალიელებმა გახსნეს, თითქოს გამართლდა კიდეც მოლოდინი… მაგრამ მეორე ტაიმში „სამეფო კლუბმა“ შანსი აღარ დაუტოვა მეტოქეს და პირველი, მადრიდული მატჩის ანგარიში გაიმეორა – 3:1.

სწორედ პირველი შეხვედრის ანგარიში დაფიქსირდა ლონდონშიც, სადაც შეიძლება ითქვას უკვე უთავმოყვარეო „არსენალმა“ „ბაიერნთან“ ისევ 1:5 წააგო. აქ კომენტარი ზედმეტია, თუმცა კომენტარი მაინც გააკეთა მიუნხენელთა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ:

“ძალიან რთული მატჩი იყო. პირველ 60 წუთში “არსენალი” კარგად თამაშობდა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ჩვენც რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით. უცნაური შეხვედრა გამოვიდა. მატჩის საბოლოო რეზულტატი რეალურად რაც მოედანზე ხდებოდა იმას არ ასახავს. მას შემდეგ, რაც ლევანდოვსკიმ პენალტი გაიტანა ჩვენ არანაირ ზეწოლას აღარ ვგრძნობდით”- განაცხადა ანჩელოტიმ.


“არსენალი” – “ბაიერნი” 1:5 (1:0)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”, 59 911 მაყურებელი

“არსენალი” (4-3-3): ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯაკა, რემზი (კოკელნი 72); უოლკოტი, სანჩესი (პერესი 73), ჟირუ (იოზილი 72)

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი, ჩაბი ალონსო; რობენი (დუგლას კოშტა 71), ტიაგო ალკანტარა (რენატუ სანჩესი 79), რიბერი (კიმიხი 79); ლევანდოვსკი

გოლები: 1:0 უოლკოტი (20), 1:1 ლევანდოვსკი (55, პენ), 1:2 რობენი (68), 1:3 დუგლას კოშტა (78), 1:4 ვიდალი (80), 1:5 ვიდალი (85)

გაფრთხილება: უოლკოტი (39), ოქსლეიდ ჩემბერლენი (61), ჯაკა (79) – ალაბა (39), მარტინესი (44)

გაძევება: კოშელნი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 16 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 3:4

 

“პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან გვიჭირდა, “რეალმა” თავიდანვე ვერ იპოვა თავის თამაში, “ნაპოლიმ” კი ინიციატივა ხელში აიღო, რითაც პირველ ტაიმში მეტოქემ ისარგებლა და გოლი გაგვიტანა. სულ მაღალ დონეზე ვერ ითამაშებ, მაგრამ მეორე ტაიმი დიდებული გამოგვივიდა. არ ვფიქრობ, რომ გაგვიმართლა, ფეხბურთში მსგავსი რამ არ არსებობს. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცეთ”- განაცხადა „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა.

“რეალმა” ორი მატჩის ჯამში “ნაპოლი” 5:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

 

“ნაპოლი” – “რეალი” 1:3 (1:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”, 56 695 მაყურებელი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (როგი 56), დიავარა, ჰამშიკი (ზიელინსკი 75); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (მილიკი 70)

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი (ისკო 80), კაზემირო, კროოსი; ბეილი (ვასკესი 68), ბენზემა (მორატა 77), რონალდუ
გოლები: 1:0 მერტენსი (24), 1:1 რამოსი (52), 1:2 მერტენსი (57, ა.გ), 1:3 მორატა (90)

გაფრთხილება: ალანი (55), დიავარა (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 13 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 3:4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g