LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრო “დიდუბე” დასუფთავდა, გარემოვაჭრეების კონსტრუქციები გატანილია

140

მეტროსადგურ ,,დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გატანილია. ტერიტორია “თბილსერვის ჯგუფის’’ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია.
,,ერთდროულად ორ ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი ღონისძიებები. ეს არის მეტროსადგურ დიდუბის და გადასასვლელი ხიდის ტერიტორია. ამ ადგილებიდან გააქვთ რკინის კონსტრუქციები, რომელიც განკუთვნილი იყო გარევაჭრობისათვის. ბაზრის დირექციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ 160 გარემოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე, 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები სრულდება”, – განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები