მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილი უვადო გაფიცვებით იმუქრება – მათ დღეს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მეტროპოლიტენ „დიდუბის“ სადგურთან აქცია მოაწყეს. ადგილზე იმყოფებიან, ასევე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის ელექტრომატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირის “ერთობა-2013”-ის წევრები.
მემანქანეები მოითხოვენ ხელფასების ლარის კურსის შესაბამისად კორექტირებას. ამასთან, მათ სურთ, ღამის საათებში მუშაობა განსხვავებული ტარიფით ანაზღაურდეს.
აქციის მონაწილეები 21 დღეს დაელოდებიან, მათ მოთხოვნებზე რეაგირება თუ არ მოხდება, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ.
მეტროპოლიტენი ამჟამად შეფერხების გარეშე მუშაობს.
