თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. მეტროს მატარებლები რამდენიმე სადგურში, გვირაბში გაჩერდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი სადგურ „მარჯანიშვილზე“ მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
მგზავრების ინფორმაციით, მეტროში წარმოქმნილმა პრობლემამ მოქალაქეების ნაწილში პანიკური სიტუაცია შექმნა. მათი თქმის 15-20 წუთის მანძილზე მატარებელი გაჩერებული იყო გვირაბში, სამგორისა და ისნის სადგურებს შორის.
“ხალხთა დიდი ნაკადის გამო ვაგონში სუნთქვა გვიჭირდა, ერთგვარი პანიკური სიტუაცია იყო“, – განაცხადეს მგზავრებმა.
ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.