თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მგზავრების მომსახურება მეტროს სადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი.
„ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 17:00 საათიდან შეფერხებით მუშაობს. მგზავრების მომსახურება მეტროს სადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროს სადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
თბილისის „მეტროპოლიტენის“ პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“– „ვარკეთილი“) შეუფერხებლად მუშაობს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის,“ – ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.