LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა მინდორაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

317
ბექა მინდორაშვილი

36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა.

„ვტირი ჩემს ლაშას. უკეთილშობილესი ბიჭი იყო, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დახმარება დასჭირვებოდა და არ დახმარებოდა… არ ვიცი, როგორ გავუძლოთ. უდანაშაულო, სიცოცხლით სავსე მოგვიკლეს“ – მეტროში მოკლული ბიჭის ნათესავი

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის.

პროკურორის ცნობითვე, ის ორჯერ დაესხა თავს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს.

ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო – რას ამბობს ადვოკატი?

გავრცელებული ინფორმაციით, ის ახლა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია და ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნას ელო­დე­ბა.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ეს რას შევესწარი ღმერთო ჩემო.. უცხო ადამიანს ხელი ჰკრა ვიღაცამ და მატარებლის ქვეშ ჩააგდო“ – თვითმხილველის თქმით, მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ერთმა კაცმა მეორეს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g