თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტრო „ვარკეთილმა“ მგზავრთა მომსახურება განაახლა.
მათივე ცნობით, შეფერხება გამოიწვია ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებამ, რის გამოც სადგური დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.
„ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისმა ტექნიკურმა სამსახურმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტრო „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა