LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო

151
98790

დღეიდან, პიკის საათებში, „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო.

დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი, თამაზ რობაქიძე:

“თბილისის რამდენიმე მეტროსადგურში პიკის საათებში მგზავრთა ნაკადების მართვა სპეციალური გამყოფი ბარიერებისა და ზიგზაგების საშუალებით მოხდება. პირველ ეტაპზე, 4 მეტროსადგური შეირჩა, სადაც უფრო მეტია მგზავრთა ნაკადი. ეს მეტროსადგურებია: „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნი“. მგზავრებს მოვუწოდებთ, დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია ამ მეტროსადგურების შესასვლელებში, ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე”.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან და საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g