მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.
უწყების ცნობითვე, დაშავებული არავინაა, მგზავრები კი უკვე ამოიყვანეს.
მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს პერიმეტრის გადამოწმება.
მათივე ინფორმაციით, საბურთალოს ხაზი 18:53 საათზე დროებით დაიკეტა.