LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქმა ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა

129
ილია-II-პატრიარქი-1

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პატრიარქის ბრძანების თანახმად:

“განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი”, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები