LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა სამი დღე არ იმუშავებს

83

მეტროსადგური  „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით,  მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება. 

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა მეტროსადგურ „დელისამდე“ იმოძრავებს.

გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“  ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით,  სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g