LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროში სპეციალურად ქალბატონებისთვის გამოყოფილი ვაგონები დაემატება

32

თურქეთის მეტროში სპეციალურად ქალბატონებისთვის გამოყოფილი ვაგონები დაემატება. მსგავსი იდეა ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბურსაში გაუჩნდათ და მერია მის რეალიზებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ქალაქის მერი რეჯელ ალტეპე დარწმუნებულია, რომ სიახლე ქალბატონებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას გაუადვილებს, რაც მათთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება. პროექტის აღწერილობაში ასევე ნათქვამია, რომ ვაგონები სუსტი სქესის წარმომადგენელთა უფლებების შესალახად ნამდვილად არ დაუმატებიათ და პირიქით – სიახლე მათზე ზრუნვის გამო დაამტკიცეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები