LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტყველება და აზროვნება ჩლუნგდება, როდესაც ბავშვი ეკრანსაა მიჯაჭვული, ეს იმდენად მძიმე შედეგებს იძლევა, რომ საკითხი უკვე სამედიცინო დარგში გადავიდა“ – ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია

171
მარიამ ელიეშვილი (2)

ფსიქოლოგი ზურაბ ვახანიამ „სალომე კასრაძის პოდკასტში“ ბავშვებში ეკრანზე დამოკიდებულების მთავარ საფრთხეებზე ისაუბრა.

სკოლამდელ ასაკში მოსვენებული ბავშვი ნორმალური მდგომარეობა არ არის. დღეს ვიცით, რაც ხდება – ყველაფერი ვირტუალური რეალობითაა შეცვლილი. ეს ბავშვს კი არ ავითარებს, პირიქით, აჩლუნგებს, ადუნებს. არა მარტო გონებას, შედეგად აღარ ვითარდება მისი ნებისყოფა, აღარ ვითარდება მისი სოციალური უნარიანობა, ადამიანებთან ურთიერთობის უნარიანობა, ენობრივი უნარიანობა… ადამიანს ღვთისგან ბოძებული ძვირფასი ნიჭი აქვს. ეს არის მეტყველება, აზროვნება, ადამიანებთან ურთიერთობა. ყველაზე ძვირფასი ნიჭი ჩლუნგდება, როდესაც ბავშვი ეკრანსაა მიჯაჭვული.

ეს ფსიქოლოგიის მხარეა, მაგრამ უკვე იმდენად მძიმე შედეგებს გვაძლევს, რომ საკითხი სამედიცინო დარგში გადავიდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციები აქვს შემუშავებული, რომ ბავშვისთვის 2 წლამდე არავითარი ეკრანი არ შეიძლება. სკოლამდელ ასაკში მაქსიმუმი 1 საათია. ამ ეკრანში მხოლოდ ტელეფონი არ შედის. მათ შორსაა, ტელევიზორი, ლეპტოპი, პლანშეტი, ყველანაირი ეკრანი. დღე-ღამეში 1 საათი მაქსიმუმია. სხვა შემთხვევაში, ბავშვი გონებრივად ჩლუნგდება და მისი განვითარება ფერხდება“, – ამბობს ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g