LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე გრიგოლი: მადლობა შევწიროთ ღმერთს, ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი – ვფიქრობ, სინოდი ერთიანი იქნება და ყველაფერს გააკეთებს პატრიარქის თავმჯდომარეობით, რომ დაძლიოს სირთულეები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას

136
მეუგე გრიგოლი

ვფიქრობ, რომ სინოდი ერთიანი იქნება და ყველაფერს გააკეთებს, პატრიარქის თავმჯდომარეობით, რომ დაძლიოს ის სირთულეები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას,- ამის შესახებ, კათოლიკოს-პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა.

„მადლობა შევწიროთ ღმერთს, ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი. მრევლს კი სულიერ ერთობას ვუსურვებ.

რა უნდა იყოს კათოლიკოს-პატრიარქის მთავარი მიზანი და რა გამოწვევები უნდა დაიძლიოს, ეს შეკითხვა ახალ პატრიარქს უნდა ვკითხოთ, როგორ ხედავს ის ამ გამოწვევებს და როგორ უნდა მოხდეს ამ გამოწვევებთან დაპირისპირება.

ვფიქრობ, რომ სინოდი ერთიანი იქნება და ყველაფერს გააკეთებს, პატრიარქის თავმჯდომარეობით, რომ დაძლიოს ის სირთულეები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას“,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g