„ჩვენ, ქართველები დ, მით უმეტეს, ჩვენი ეკლესია არავის მისცემს საშუალებას, ჩვენი ერი ვიღაცამ დაჩაგროს. შევრიგდეთ, დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და აბსოლუტურად ყველა ქარტეხილს გადავივლით“, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში, ქადაგების დროს განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა თქვა, მას იმედი აქვს, რომ „ამერიკის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან“.
„ქალბატონებო, დედები ხართ, არ გაიმეოროთ ის სამარცხვინო საქციელი, რასაც ზოგიერთი ქართველი, ქალბატონად წოდებული აკეთებს. ეს არის ერის დიდი სირცხვილი, შაჰ-აბასს არ გაუკეთებია ისეთი ცუდი, ესენი რომ აკეთებენ. შაჰ-აბასი რომ გვკლავდა, მოწამეები ვხდებოდით. 6 000 ბერი ამოხოცა, ქეთევან დედოფალს რა უქნეს…
როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ? თავში ნუ აუვარდებათ იმათაც, არც ჩვენ არ გვივარდება თავში. ყველას ვაფასებთ, მაგრამ მოთმინებასაც ზოგჯერ საზღვარი აქვს, წესიერად არ მოგვქცევიან და ჩვენც, კარგად მოქცევაც შეგვიძლია და ისე მოქცევაც, თვითონ როგორც იქცევიან…
იმედი მაქვს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან, არ მოუსმენს სისულელეებს, რასაც ჩვენი ხალხის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს. ჯანსაღ ურთიერთობებში ჯანსაღი ცხოვრებაც დაგვიდგება. რისთვის გვინდოდა ევროკავშირში ან ნატო-ში შესვლა, რომ დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონოდა ყველა სფეროში. თუ დღესვე მბლოკავ ყველაფერში და შენს ჭკუაზე უნდა ვიარო, ბოლო-ბოლო ვინ ხარ? ესტონეთი ავიღოთ, რასაც აკეთებენ, სირცხვილია, სამარცხვინოა, ყველა სფეროში შემოიტანეს პოლიტიკა“, – თქვა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.
,,ჩვენი ეკლესია არავის მისცემს საშუალებას, რომ ჩვენი ერი ვინმემ დაჩაგროს"- მეუფე იაკობის ქადაგება. ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი. 27.01.2025წ.
Posted by ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი/Archbishop of Bodbe Jakob on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025