მეუფე ნიკოლოზი ანუნა ახალაიას „დღის ამბბებს“ ტვ პირველზე სტუმრობდა დაჩიპვის შესახებ ისაუბრა.
„დაჩიპვა და კიდევ სხვა ასეთი ტიპის საკითხები ჩვენი, ქართველების მოგონილი არ არის და ტყუილად ნუ დავიჩემებთ. მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს დღეს… იქ შეიძლება იყოს რაღაც ტიპის ინფექცია, რომლის შეყვანაც უნდათ და ეს ჩვენი მოგონილი არ არის, ნუ დაგვაბრალებთ ქართულ ეკელსიას და საზოგადოებას.
მე პირადად მაქვს ამაზე ჩემი აზრი, ყველას მოვუწოდებ და იმედი მაქვს, სინოდის განჩინებაც ასეთი იქნება, კონსულტაცია უნდა გავიაროთ ისეთ პირებთან, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს მიღებული, განსაკუთრებით, ყველამ თავის პირად ექიმთან. მე გავაირე ასეთი კონსულტაცია, გავერკვიე სიტუაციაში და ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს.მე ვამბობ, რომ ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი.ერთადერთი, რაც არის საღვთისმეტყველო საკითხი, ისაა, რომ მე ვფიქრობ, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება, ვისაც უნდა გაიკეთოს, ვისაც არ უნდა, ნუ გაიკეთებს. ადამიანმა გაიკეთა თუ არა, ჩვენს ხელში ისაა, რომ ვაზიარებთ და ცოდვაში არ ჩავუთვლით არც გაკეთებას და არც გაკეთებისგან თავის შეკავებას“.
