LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა

182
მონაზვნები და მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანეს ბრძანებით, მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მონაზვნები – დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის მონასტრიდან გაირიცხნენ.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მეუფე სტეფანემ გუშინ, მას შემდეგ მიიღო, რაც მონაზვნებმა, გუშინ მონასტერში შესვლა და მსახურების გაგრძელება სცადეს. მოგვიანებით კი, ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს. მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში გუშინვე განმწესდნენ.

“მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში,” – აღნიშნულია ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ გამოცემულ ბრძანებაში.