LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ზენონი: „რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ – თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“

149
მეუფე ზენონი

„რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ – დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

ამავე პოსტში მეუფე ზენონი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ქვეყანაში მშვიდობა არ მოაქვს.

„რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?

არა! არა! არა!

ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება“.

„რომელია უფრო დამნაშავე, ის ვინც პოლიციელს ლოყა აუწითლა და ტკივილი იგრძნო თუ ის 5-7 კაცი ქუჩაში ქუსლებით რომ სცემდნენ დავარდნილს? უსამართლობებზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება" – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ იგი პოლიციელზე სილის გარტყმისთვის დააკავეს, მაშინ უნდა დაისაჯონ ის პირებიც, რომლებმაც ქუჩაში ჟურნალისტებზე ძალადობა განახორციელეს.

აი, მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი მსხვერპლით.

სხვა დანარჩენი „მშვიდობა” უქმი ზმანებაა, სინამდვილეს რომ ეთამაშება.

თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“. – წერს მეუფე ზენონი.

რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ…

Posted by ზენონ იარაჯული on Monday 3 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g