LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ზენონმა საქართველო დატოვა?! – სასულიერო პირი მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანაში დაბრუნებას ჯერ არ გეგმავს

162
მეუფე ზენონი

წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ზენომა, საქართველო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მამა პეტრე კოლხი, მამა ილია ჭიღლაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, უმაღლესი რანგის სასულიერო პირმა თავშესაფარი დიდი ბრიტანეთს სთხოვა.

თავად მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ფაქტს უარყოფს. მამა ზენონი ტვ „პირველთან“ ამბობს, რომ მას თავშესაფარი არ მოუთხოვია, თუმცა საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.  მამა ზენონი არ უარყოფს, რომ სუს-ის მოსმენების მსხვერპლი თვითონაც გახდა.

„რაც მოხდა ეს მრავალ ადამიანს შეეხო, ინფორმირებული იყო ევროპა, ბრიტანეთი და ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. მამა ილია ჭიღლაძემ და სხვებმაც თავის თავზე ილაპარაკონ. უახლოეს მომავალში ჩამოსვლას არ ვაპირებ“, – თქვა მამა ზენონმა.

საუბარია ეპისკოპოსზე, რომელიც წლების განმავალობაში პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. მეუფე ზენონი წმინდა სინოდის წევრი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები