LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის შიშველი სხეული ალბომის გარეკანზე, ვარდების თაიგული ვალენტინობაზე და დიდი აღიარება  – კანიე უესტმა დაადასტურა ნავის ინციდენტი 

226
page

გახსოვთ ალბათ გასული წლის ზაფხულში კანიე უესტისა და მისი ცოლის, ბიანკა ჩენსორის სკანდალური იტალიური ვოიაჟი. ვენეციის პოლიცია წყვილს ნავში, საჯაროდ ინტიმური კავშირის დამყარებაში სდებდა ბრალს. უესტმა აღნიშნული ფაქტი თავისი ახალი სიმღერით დაადასტურა, სადაც ტექსტში სწორედ რომ აღნიშნულ ფაქტს აჟღერებს.

ახლახან  სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალი ალბომი, Vultures გავრცელდა. ნამუშევრის გარეკანზე ბიანკაა ახული.

ყოველივე ეს დაუსრულებელი ჭორების ფონზე მიმდინარეობს. მედიაში წერენ, რომ ბიანკას მშობლები შეშფოთებულები არიან წყვილის ეპატაჟურობით. ტაბლოიდები იმასაც წერენ, რომ უესტს მეუღლე ტერორში ჰყავს.

თუმცა, ბიანკას ფოტოები სხვა რამეს მოწმობს. მან ახლახან ფოტო გაავრცელა, სადაც კანიეს მიერ ვალენტინობის დღესასწაულზე მირთმეული ვარდების უზარმაზარი თაიგულია ასახული.

„ჩემი სიყვარული“, – ასე დაასათაურა ჩენსორიმ ფოტო.

მიკრო თეთრეული და მაკრო ქუდი – კანიე უესტი მეუღლის შოკისმომგვრელ ფოტოებს ავრცელებს

კანიე უესტმა ფოტოგრაფს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა – რა შეკითხვამ განარისხა ჰიპ-ჰოპ არტისტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები