LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუდ მელაძე: „ტაქსები ბასლაინზე მხოლოდ მაშინ უნდა დაიშვებოდნენ, როცა მგზავრი გადაჰყავთ.. ცარიელ მდგომარეობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მეტ-ნაკლებად შეაფერხებენ“

207
ფორტუნა - 2023-04-28T105406.396

„საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე პირველი ივნისიდან ტაქსებისთვის  ე.წ. ბასლაინებზე სიარულის ნებართვის გაცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ტაქსების ავტობუსის ზოლში მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებას გამოიწვევს.

„ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და სწორია როცა სიახლეები არ გვაშინებს, მაგრამ აქაც დავაფიქსირებ ჩემს აზრს: ვფიქრობ, ტაქსები ბასლაინზე მხოლოდ მაშინ უნდა დაიშვებოდნენ, როცა მგზავრი გადაჰყავთ, ვინაიდან სტატისტიკურად მათი გადაადგილების ტემპი და დინამიკა მგზავრების გარეშე დაახლოებით, 40 პროცენტით დაბალია და არსებობს იმის გონივრული ეჭვი, რომ ისინი ცარიელ მდგომარეობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მეტ-ნაკლებად შეაფერხებენ.

A კატეგორიის ტაქსების ნაწილს 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ - კახა კალაძე

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

რაც შეეხება შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ბასლაინებს, იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლის მიერ მათი შემთხვევით გამოყენება და ამით საფრთხის შექმნა გამოვრიცხოთ, ვფიქრობ საჭიროა მკაფიო ნიშნებით და მონიშვნებით მათი გამოკვეთა.

ზოგადად კი კარგი იქნებოდა ავტობუსებს შემხვედრი მიმართულებით საერთოდ არ ემოძრავათ, მაგრამ ეს ცალკე განხილვის საკითხია“. – წერს მევლუდ მელაძე.

„სხვა ქალაქებშიც არის დაშვებული ტაქსები ავტობუსის ზოლში, თუმცა მათი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ავტობუსების გადაადგილება შეფერხდება, მძღოლებს შეექმნებათ კიდევ უფრო სტრესული გარემო“ – გელა კვაშილავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g