LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუთ ჩავუშოღლუ: ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა, თურქეთი მხარს უჭერს ამ გეგმას და აგრძელებს მუშაობას

154
BeFunky-collage (2)

„თურქეთი მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას”,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თურქულმა დიპლომატიამ და პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ძალისხმევა გასწიეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დასამყარებლად.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მყარი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწვეტილებაა. გვჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი… თუმცა არის ახალი პარამეტრები და რეალობა. რუსეთი ამბობს, რომ ახლა მზადაა მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას”, –  განაცხადა ჩავუშოღლუმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g