შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან და სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების ძებნასთან დაკავშირებით, ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „მეწყერში ჩარჩენილი ხალხის საპოვნელად შოვში (ჩვეულებრივ, არა-სამაშველო) ვერტმფრენზე გაცილებით ეფექტური და მანევრირებადი DJI დრონებია, რომლებსაც საკმარისზე მაღალი ხარისხის გამოსახულებით 4K კამერა აქვს“.
„ეს დრონები (Mini 2 მაგალითად) დღეს დღეისობით ბევრს აქვს საქართველოში.
სწორედ ეს ხალხი უნდა დაირაზმოს ვისაც შეუძლია, მეწყერის ზონა დაყონ თანაბარ ნაწილებად, და შემოიფრინონ მხედველობის ზონის ინტერვალებით და ჩაიწერონ ვიდეო.
ამის შემდეგ ეს ვიდეო უნდა აიტვირთოს Youtube-ზე, ლინკი გახდეს საჯაროდ წვდომადი, და ათასობით ხალხი რომლებსაც ძალიან უნდათ დახმარება და ვერ პოულობენ გზას თუ როგორ დაეხმარონ – გაშალონ ეს ვიდეო 55-ინჩიან 4K ტელევიზორზე, და პიქსელ-პიქსელ, გააანალიზონ თუ სად ჩანან ადამიანები, და გადასცენ ცხელ ხაზს.
ამას ჰქვია სამაშველო ოპერაციის crowd-sourcing-ი.
პ.ს. თუ ვინმეს თერმული ხედვის დრონი აქვს – ეგ ყველაზე საუკეთესო საშუალებაა (დღისითაც და ღამითაც), გაცილებით გააადვილებს ნებისმიერი ცოცხალი (თბილი) სხეულის დროულად აღმოჩენას
DJI Drones Georgia – may the force be with you“, – წერს დავით მრელაშვილი.
მეწყერში ჩარჩენილი ხალხის საპოვნელად შოვში (ჩვეულებრივ, არა-სამაშველო) ვერტმფრენზე გაცილებით ეფექტური და მანევრირებადი…
Posted by Davit Mrelashvili on Thursday, 3 August 2023