LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მფრინავი ტაქსი ჩვეულ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის

82
flytaxnews

მფრინავი ტაქსის პირველი საცდელი ფრენა გერმანიაში შედგა. Airbus-ის ახალ CityAirbus-ს ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და როგორც მწარმოებელი იუწყება ტრანსპორტი საათში 120 კმ-ს ავითარებს.

თუკი პროექტი გაამართლებს, მფრინავი ტაქსი ჩვენს ყოველდღიურობას მთლიანად შეცვლის. მისი ოპერირება ქალაქიდან ქალაქში იგეგმება, რაც მგზავრობას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის და უზარმაზარი საცობებიც ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

ამასთან, ტაქსს მძღოლი არ სჭირდება და ავტოპილოტით იმართება. მაშინ როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, სოციალური დისტანციის დაცვა და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანთან ერთად მგზავრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„მფრინავ ტაქსს ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ის უპირატესობაც აქვს, რომ სრულიად უხმაუროდ გადაადგილდება.“ – დააზუსტეს მისმა შემქმნელებმა.

თუ როდის დაიწყებს მფრინავი ტაქსი მგზავრთა მომსახურებას ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება, თუმცა ამ დღემდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g