რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-მდივანი, მღვდელმონაზონი იერონიმე კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჯაროდ, “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა.
“ცხოვრების მანძილზე რიგით მე-12 აცრა. სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ტიპის ვაქცინამ მრავალი დაავადების გადატანისა და გართულებისგან გვიხსნა მრავალგზის.
ესეც მათ შორის ერთ-ერთია, რომელიც Covid-19 ვირუსის გართულებისგან დაგვიცავს მაქსიმალურად. მადლობა უფალს კაცობრიობაზე მეცნიერების მონიჭებისათვის.
თესალონიკის გენიმატას საავადმყოფო, საბერძნეთი”,-წერს მღვდელმონაზონი ფეისბუქ გვერდზე.
მღვდელმონაზონი იერონიმე რამდენიმე თვეა რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-სამსახურს ხელმძღვანელობს. ამჟამად ის საბერძნეთში იმყოფება.