ამერიკაში მცხოვრებმა მომღერალმა, ნინი შერმადინმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მსმენელისთვის აქამდე უცნობ ამპლუაში წარდგა.
მომღერალმა კლასიკური ნაწარმოები შეასრულა და აღნიშნა, რომ ეს მისი მხრიდან ერთგვარი ექსპერიმენტი და გამომწერებისთვის მიცემული პირობის შესრულებაა.
როგორც მომღერალი წერს, ის წლების წინ კლასიკურ ვოკალს გენიალურ დოდო დიასამიძესთან სწავლობდა, თუმცა ამ ჟანრში 22 წელია აღარ უმღერია.
„ესეც დაპირებული ვიდეო, სპეციალურად ჩემი 100,000 გამომწერისთვის. ბევრმა თქვენგანმა კი არა, მგონი არავინ იცის რომ იყო დრო კლასიკურ ვოკალს ვსწავლობდი გენიალურ დოდო დიასამიძესთან
პირველი ნაწარმოები იყო რაც მასწავლა Caro Mio Ben. მას შემდეგ 22 წელი გავიდა, კლასიკა აღარ მიმღერია და დღეს თქვენთვის ამდენი ხნის მერე პირველად გავბედე მემღერა ის, რაც არასდროს მოგისმენიათ ჩემგან! დოდო მას იმედია ძალიან არ გარცხვენ ![]()
“, – წერს ნინი შერმადინი.
