ელექტრონული მუსიკის წამყვანი DJ გიო შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ღონისძიების შემდეგ, შესაბამისი სივრცე დატოვა, თავს დაესხნენ.
შენგელია instagram სთორიში აქვეყნებს ფოტოს შემდეგი აღწერით: „მემგონი ის დრო მოდის, თოფით უნდა იარო ღამე“ და წერს:
„ბევრი მესიჯი მომდის თუ რა მოხდა. მარტივად და მოკლედ გეტყვით, რომ გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ სადღაც 1 საათში, როცა მოვრჩი დაკვრას, გარეთ მოხდა ეს შემთხვევა. ფრთხილად იყავით. განსაკუთრებით გვიან ღამე თუ მაინც დააპირებთ გასვლას. შეეცადეთ მარტო არ იყოთ“. – წერს DJ გიო შენგელია.