LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ” – მეუფე იოანე

169
იოანე 2 (1)

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დახურულია სასაფლაოებიც და მისასვლელ გზებს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, მეუფეების ნაწილი ამბობს, რომ 21 აპრილის შემდეგ, ისინი სასაფლაოზე მაინც მივლენ.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რაღაც შეზღუდვა დააწესა.

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები იკეტება

ტერიტორიებზე მისასვლელი გზები სამართალდამცველების მიერ გაკონტროლდება ხოლო კანონდამრღვევები დაჯარიმდებიან. 

რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენი ზრუნვის გამო. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება. 21 სამშაბათია. ასე რომ სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ,” – განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქებში სასაფლაოები დროებით დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები