LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელათის მონასტერი თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ: მეუფე იოანე ჟურნალისტებს

99
მეუფე იოანე

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე აცხადებს, რომ „გელათის მონასტერი ჟურნალისტების გამო დაიკეტა, რადგან მოუსვენარი ხალხი არიან“.

მისივე თქმით, „სწორი დიაგნოზის დასმა და სწორად მკურნალობა მათ ინტერესშია და თუ „იუნესკოს“ ექსპერტები უძლურები არიან, ჟურნალისტები ვერაფერს უშველიან“.

„თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. „იუნესკოს“ ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით თუ „იუნესკოს“ ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებს იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე სწავლობს

შესაძლოა გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დაზიანებული ფრესკების ნაწილი სრულყოფილად ვეღარ აღდგეს: წულუკიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები