ვაშლიჯვრის მეწყრის ფერდობზე მძიმე ტექნიკა მუშაობას აგრძელებს. სამუშაოების ამსახველ ვიდეოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, გეოლოგი, თეა გოდოლაძე Facebook-ზე ავრცელებს.
“ეს არის შუბლი. რა ვიცი, მე მგონი მართლა მაკიაჟს უკეთებენ ამ მეწყერს”, – ამბობს თეა გოდოლაძე.
თეა გოდოლაძის განცხადებით, სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს. მისი თქმით, სამუშაოების დროს წამოსული ნასხლეტი სეისმურ რღვევაზეა გაკეთებული.