მგონია, რომ ცუდი სიზმარია…როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბილ ლადენია, – აღნიშნულის შესახებ რეჟისორი, დავით დოიაშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი „აბსურდის თეატრია“.
„მოვლენები ისე შეიცვალა, რომ მართლა არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩემთვისაც ეს არის აბსოლუტურად გამაოგნებელი ამბავი. ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება, ალბათ, კორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს, რომ ეგ გაემართლებინა და ამათმა როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, მართლა არ ვიცი, მგონია, რომ ცუდი სიზმარია. აბსურდის თეატრია ჯერჯერობით. ვერ აღვიქვამ ამ რეალობას სერიოზულად”, – თქვა მან.
გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს.