ამერიკელი მამაკაცი თვითმფრინავიდან გადმოხტა. გამოცემა “fox news”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ამერიკის ავიახაზების ბორტზე მოხდა.
ლაინერი მინეაპოლისის შტატიდან არიზონაში ჩაფრინდა, მანამდე კი 25 წლის მამაკაცი მთელი გზა უცნაურად იქცეოდა. ის სხვა მგზავრებს სახეზე ეხებოდა და უცნობ სითხეს ასხავდა. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი შიგადაშიგ ჩხუბობდა და საცემადაც იწევდა.
ბორტგამცილებლებმა დებოშირი სალონის წინა ნაწილში გადაიყვანეს, რათა როგორმე გაეჩერებინათ. ხოლო, როგორც კი ლაინერი დაფრინდა, კანონდამრღვევმა მგზავრმა კარი გახსნა და საფრენ ბილიკზე გადახტა. აეროპორტის თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს და მოგვიანებით პოლიციაც მოვიდა. თუმცა, მანამ სანამ დააპატიმრებდნენ მგზავრი ტრავმების სამკურნალოდ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად სხვა მგზავრები არ დაზარალებულან.
