18 წლის ბრიტანელმა მოჭადრაკემ ფრენის წინ ძალიან ცუდად იხუმრა და თვითმფრინავის ნაცვლად ციხეში აღმოჩნდა, თან უზარმაზარი ჯარიმაც მიიღო. ისტორიის დეტალებს ტაბლოიდი Daily Mail ავრცელებს.
როგორც გამოცემა აზუსტებს, ინციდენტი EasyJet-ის ბრიტანეთიდან ესპანეთისკენ მიმავალ რეისზე, ჯერ კიდევ 2022 წელს მოხდა, თუმცა კანონდამრღვევს განაჩენი მხოლოდ ახლა გამოუტანეს. ნიჭიერმა სტუდენტმა დიტია ვერმამ მეგობრების ჩატში დაწერა: „მე ამ თვითმფრინავს ავაფეთქებ, მე „თალიბანიდან“ ვარ“.
წყაროს ცნობით, მგზავრმა შეტყობინება ლონდონის აეროპორტიდან ადგილობრივი Wi-Fi-ის დახმარებით გაგზავნა და ის მაშინვე სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. აფრენისთანავე თვითმფრინავს გამანადგურებელი BBC დაადევნეს, ხოლო ესპანეთში ჩაფრენისას სტუდენტი ხელბორკილით გაიყვანეს.
სასამართლოს წინაშე წარდგომამდე ახალგაზრდამ ორი ღამე პოლიციაში გაატარა. ის მხოლოდ გირაოს – 8,6 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდის შემდეგ გამოუშვეს, გამოძიება კი გაგრძელდა.
2 წლის შემდეგ მადრიდის სასამართლომ ნიჭიერ მოჭადრაკეს განაჩენი გამოუტანა. მას საკმაოდ სოლიდური ჯარიმის – 100 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს.