ავიაკომპანია Jetstar-ის მგზავრმა ეკონომიისთვის 6 კილოგრამი წონის ტანსაცმელი ზედ ჩაიცვა, თუმცა ამ ხრიკმა ვერ გაამართლა. ვიდეო ქსელში გავრცელდა და the Sun-ის ყურადღების ქვეშ მოექცა.
გამოცემის ინფორმაციით, 19 წლის ადრიანა ოკამპო მელბურნიდან ადელაიდაში მეგობართან ერთად მიფრინავდა. ტურისტების ხელბარგი დაშვებულ წონას რამდენიმე კილოგრამით აჭარბებდა, თუმცა გოგონებს იმედი ჰქონდათ, რომ ზედმეტი წონისთვის ფულის გადახდა არ მოუწევდათ. მოგზაურებმა ჩემოდნებიდან ბარგი ამოიღოს და ზედ ჩაიცვეს. თუმცა, საბოლოო შემოწმების დროს ხელბარგის წონა მაინც დაშვებულზე მეტი იყო.
შედეგად გოგონებს დამატებითი თანხის გადახდა მაინც მოუხდათ, მათ შორის ჩაცმული ტანსაცმლისთვისაც.