LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრობის საფასურის მატება რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტეს

1546950503-რუსთავის-საკრებულო-1024x683

რუსთავში, საკრებულოს დღევანდელმა სხდომამ კამათის ფონზე ჩაიარა. აქციის მონაწილეებმა თბილისისკენ მოძრავი ტრანსპორტის ფასის შემცირების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.

რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, კომპანიის მიმართ კონკრეტული სანქციები უკვე ამოქმედდა. სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ორ დღეში საკრებულოს სხდომათა დარბაზში აქციის მონაწილეების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.

დღეს საღამოს მძღოლები პარალელურ აქციას გეგმავენ, რომელსაც ტრანსპორტის პროფკავშირებიც შეურთდება.

რუსთავი-თბილისის ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და ორი ლარი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g