LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მგზავრთნაკადის ოდენობა უნდა იყოს საკმარისი” – საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს

195
ფრენა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. თამარ არჩუაძის თქმით, იმისათვის, რომ ფრენა კომერციულად მომგებიანი იყოს, მგზავრთნაკადის საკმარისი რაოდენობაც აუცილებელია.

“საუბარი და მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. საჭიროა გარკვეული პროცესების ორგანიზება როგორც აეროპორტში, ასევე საავიაციო ხელისუფლების დონეზე და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების ნაწილშიც. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის ოდენობა უნდა იყოს საკმარისი, რათა ეს ფრენა კომერციულად მომგებიანი იყოს. შესაბამისად, როგორც კი ეს გათვლები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა, ფრენები აუცილებლად შედგება”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ “ბიზნეს ფორმულას” კითხვის საპასუხოდ.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება რეალისტურია, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

magti 5g