საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 74% დაიბრუნა.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 263 872 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 128%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნის აეროპორტები სულ 994 306 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ივლისში კი 731 289 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 7 თვეში 3 061 750 მგზავრს მოემსახურა.
შესაბამისად, 2022 წლის იანვარ-ივლისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 26,06%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 209,57%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 127,68%-იანი ზრდა.