LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიანმარში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

278
მიანმარი

მიანმარში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივების განცხადებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიძგები 28 მარტის დიდი მიწისძვრის შემდეგ.

მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სტიქიას საერთო ჯამში 1 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 3 400-მდე დაშავდა, 300-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

მიანმარში აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

მაშველები ადამიანებს დანგრეული სასტუმროების, სკოლების, მეჩეთების, მონასტრების და სახლების ტერიტორიაზე ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g