კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ის აპირებს, რომ პროკურატურაში მივიდეს და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები წარადგინოს.
„დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!“. – წერს ხაზარაძე.
დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და…
Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Monday 4 November 2024