LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ი Renault-Nissan-ს ჭკვიანი ავტომობილების შექმნაში დაეხმარება

20

Renault-Nissan-ის ალიანსმა დიდი ხანია ხელი მოაწერა სპეციალურ შეთანხმებას Microsoft-ის კორპორაციასთან. ავტომოტივისა და ჰაი-ტეკის გიგანტები, როგორც ჩანს, საერთო პროექტზე მუშაობას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ამერიკული გიგანტი Renault-Nissan-ის გაერთიანებას ჭკვიანი ავტომობილების შექმნაში დაეხმარება, რომელიც 2020 წლისთვის გამოვა ავტოასპარეზზე.

ახალი მოდელები შემუშავებული იქნება Microsoft Azure-ს ბაზაზე. სწორედ Microsoft-ის სერვისები იქნება Renault-Nissan-ის მოდელების პროდუქტიულობის გარანტია.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა Toyota-სა და Microsoft-ის მსგავსი თანამშრომლობის შესახებ. როგორც კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა განაცხადა, Toyota-ს ახალი მოდელებიც Azure-ს ბაზაზე იმუშავებს.

აღნიშნული გაერთიანებების პარალელურად, არსებობს ზუსტად მსგავს პროექტზე მომუშავე ავტომოტივისა და ჰაიტექ გიგანტის კოლაბორაცია: მაგალითად Volkswagen და LG. გერმანული და კორეული კომპანიების გაერთიანება, სწორედ Microsoft-ისა და Renault-Nissan-ის კონკურენციისთვის შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები