LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ს კიდევ ერთი ახალგაზრდა, ქართველი თანამშრომელი ეყოლება

169
Untitled

მსოფლიოს წამყვან კომპანიებში ქართველი ახალგაზრდების დასაქმების ტენდენცია გრძელდება. ამჯერად, კიდევ ერთი ქართველი თანამშრომელი Microsoft-ს ეყოლება.

ჯეოლაბის კურსდამთავრებული ზურა გოგოლაძე Microsoft-ის გუნდს შეუერთდა. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე (Software development engineer) მუშაობას ის პრაღის ოფისში გააგრძელებს, სადაც მას არაერთი ჯეოლაბელი დახვდება.

„ზურასთვის ჯეოლაბში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანი დასაწყისი აღმოჩნდა კარიერული განვითარების გზაზე. ვულოცავთ მას მიღწეულ წარმატებას და საინტერესო თავგადასავალს ვუსურვებთ“, – აცხადებენ ჯეოლაბში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, Microsoft-ს გუნდს თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებების პროგრამის კურსდამთავრებული ლევან გოდერძიშვილიც შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები